უნიათო, უმადური, პოლიტიკური ველიდან გაქცეული - "ოცნება" გახარიას თავდასხმით პასუხობს

18.02.23 15:28
უნიათო, უმადური, პოლიტიკური ველიდან გაქცეული - "ოცნება" გახარიას თავდასხმით პასუხობს

გიორგი გახარიას პოლიტიკურ აღსარებას "ქართული ოცნება" თავდასხმით პასუხობს. 

უნიათო, უმადური, პოლიტიკური ველიდან გაქცეული - ასე პასუხობს ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გახარიას გუშინდელ  განცხადებას.

"ოცნებაში" დღეს გახარიას ტონი დაუწუნეს და შეუთვალეს რომ ქარს გატანებული სიტყვებით პოლიტიკაში მობრუნებაა გაუჭირდება.

შენი უნიათიბის გამო, რომ გარბიხარ პოლიტიკური ველიდან და თანამდებობიდან. მერე  თავის გამართლება გინდა და იწყებ იქ ნაგვის დაყრას, სადაც მთელი ცხოვრების განმავლობაში თუკი რამეს მიაღწიე, გასვეს, გაჭამეს, ჩაგაცვეს და ხელი შეგიწყვეს. ეს არის უმადურობა. ამ უმადურობით, რაც ჰქონდა ისიც დაკარგა აბსოლუურად. უმადური კაცის განცხადება არის ქარს გატანებული სიტყვები. ასეთი განცხადებებით უკან ვერ შემოტრიალდება პოლიტიკაში და არც ის "ნაციონალური ბაბლი" არ მიიღებს მას. ხელმოცარული ადამიანი ფიქრობს, რომ ხმამაღლა და რადიკალურ განცხადებას თუ გავაკეთებ, ქვეყნის შიგნით თუ არა, ქვეყნის გარეთ, აი იმ პროექტის ხალხმა, სააკაშვილის რეზოლუციაში რომ ასახავს, იმათ მაინც დამიჭირონ მხარიო", - ამბობს ქადაგიშვილი.

აღსარება გადადგომიდან ორი წლისთავზე -  ექსპრემიერმა, გუშინ ფაქტობრივად, სინანულის ეპისტოლე გამოაქვეყნა. "ოცნების" მთავარი საზრუნავი ივანიშვილის ფულის დაცვაა, - თქვა გახარიამ, რომელმაც პირველად აღიარა, რომ ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს ოლიგარქს თვითონაც უწყობდა. 

გახარია მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის მთავრობა ივანიშვილის მარიონეტია. "ოცნებიდან" დემარშით  წასულმა  ექსპრემიერმა, ფაქტობრივად, ივანიშვილის პოლიტიკური ბრალი წაიკითხა და ქვეყნის არაფორმალური  მმართველი საქართველოს ევროპული მომავლის მკვლელობაში დაადანაშაულა.

 

მსგავსი სიახლეები