გულდასაწყვეტი და დასანანია, როდესაც გოცირიძის მსგავსი პროფესიონალები ტოვებენ პარტიას - დოლიძე
ენმ-ს წევრის ბაჩო დოლიძისთვის მოულოდნელი იყო პარტიიდან რომან გოცირიძს წასვლა.
დოლიძე ამბობს, რომ გულდასაწყვეტი და დასანანია, როდესაც გოცირიძის მსგავსი პროფესიონალები ტოვებენ პარტიას.
ოპოზიციონერისთვის უცნობია, უნდა ველოდეოთ თუ არა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან კიდევ ვინმეს წასვლას.
"სპეკულირება არ მინდა არც ერთი საკითხით. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხართ, გულდასაწყვეტია და დასანანია, როდესაც რომან გოცირიძის მსგავსი პროფესიონალები ტოვებენ ჩვენს რიგებს. ის, რომ ახლა ხაბეიშვილის უკან მერაბიშვილი და სხვა ადამიანები არიან, ეს ახალი არ არის. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით არ მგონია, რომ ჩვენმა მეგობრებმა პარტია დატოვოს. ამას სჭირდება პოზიციების გაძლიერება თვითონ პარტიაში, რასაც ვაპირებთ. ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს წასვლის თაობაზე, ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, უცნობია. ასევე მოულოდნელი იყო ჩემთვის რომან გოცირიძის წასვლა", - ამბობს ბაჩო დოლიძე.
რომან გოცირიძე წავიდა პარტიიდან, მაგრამ რჩება თუ არა პარლამენტში - ეს სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზეე სტაჟიანი წევრი, როგორც აღმოჩნდა პარტიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით იმდენად უკმაყოფილოაა, რომ დიდი და ბევრი პოლიტიკური ქარტეხილების შემდეგ ტოვებს პარტიას ,რომლის შენებაშიც დიდი როლი აქვს. საქართველოს პარლამენტიის მესამე, მეექსვე დაა მეცხრე მოწვევის დეპუტატი, სავარაუდოდ, დუმილს ორშაბათს დაარღვევს. - რომან გოცირიძემ უნდაა თქვას, აირჩევს დამოუკიდებელი დეპუტატობის გზას, თუ პარტიიდან წასვლის შემდე~ეგ დათმობსს დეპუტატის მანდატსაც.