აქამდე რატომ დააგვიანდა რომან გოცირიძეს პარტიიდან წასვლა, უფრო ეს მიკვირს - იაგო ხვიჩა
"გირჩის" ლიდერს უკვირს, აქამდე როგორ არ დატოვა "ნაცმოძრაობა" რომან გოცირიძემ.
იაგო ხვიჩიას არ ჰგონია, რომ გოცირიძის პარტიიდან წასვლა არჩევნებს უკავშირდება.
აქამდე რატომ დააგვიანდა ბატონ რომანს, უფრო ეს მიკვირს, ვიდრე ის, რომ საბოლოო ჯამში გადადგა ეს ნაბიჯი. მე არ მგონია, რომ ეს არჩევნების გამო ხდება "ნაცმოძრაობაში", ბოლოს რაც ხდება. ეს არჩევნებიც სიმპტომია ძირითადი პრობლემის, რომლის გამოც ბატონი რომანი წამოვიდა და რომლის გამოც ეს პარლამენტი, მათ შორის, არ გამოვიდა ისეთი ეფექტური, როგორიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო იმ რაოდენობის ოპოზიციონერების ხელში, რა რაოდენობიაც ხალხმა მანდატი მისცა ოპოზიციას პარლამენტში". - ამბობს იაგო ხვიჩია.
რომან გოცირიძე წავიდა პარტიიდან, მაგრამ რჩება თუ არა პარლამენტში - ეს სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზეე სტაჟიანი წევრი, როგორც აღმოჩნდა პარტიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით იმდენად უკმაყოფილოაა, რომ დიდი და ბევრი პოლიტიკური ქარტეხილების შემდეგ ტოვებს პარტიას ,რომლის შენებაშიც დიდი როლი აქვს. საქართველოს პარლამენტიის მესამე, მეექსვე დაა მეცხრე მოწვევის დეპუტატი, სავარაუდოდ, დუმილს ორშაბათს დაარღვევს. - რომან გოცირიძემ უნდაა თქვას, აირჩევს დამოუკიდებელი დეპუტატობის გზას, თუ პარტიიდან წასვლის შემდე~ეგ დათმობსს დეპუტატის მანდატსაც.