"სიტყვა აგენტი ყურს ჭრის" - "ოცნება "ხალხის ძალის" კანონპროექტს მხარს დაუჭერს
"ხალხის ძალის" მიერ დაინიცირებულ ანტიდასავლურ კანონპროექტს "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს.
ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ რომ ერთადერთი, რის გამოც კანონპროექტი კრიტიკას იმსახურებს არის სიტყვა - "აგენტი".
ვიღაცას ჰგონია, რომ თუ მისი დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ანგარიშვალდებული იქნება, მას საფრთხე დაემუქრება. და რატომ უნდა დაემუქროს საფრთხე ანგარიშვალდებულობას ხალხის და კანონის წინაშე. შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ არის ანგარიშვალდებულება პუტინის ძლიერი მხარე. რასაც მე გადავხედე თვალი, სიტყვა აგენტი ყურს ჭრის. ის, რომ ვიღაცამ თქვას, რომ გამჭვირვალობა ამ სექტორში არ არსებობდეს, როგორ შეიძლება საერთოდ ამის თქმა " ,- ამბობს ქადაგიშვილი.
კანონპროექტს, უცხოური გავლენების აგენტების შესახებ კენჭს, სავარაუდოდ, ივნისამდე უყრიან. რამდენიმე თვეა დარჩენილი საიმისოდ, რომ აღნიშნული კანონის მიღება "ქართული ოცნების" რიგებიდან ფორმალურად წამოსულ დეპუტატებს გადააფიქრებინონ. ამ ყველაფერს ემატება ციხით მუქარა და კანონის კიდევ უფრო გამკაცრების პირობა. ყველაფერი იმ ფონზე, როცა შალვა პაპუაშვილმა ფაქტობრივად დაანონსა, რომ კანონის მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე აქტივისტები გამოცდიან.