გვინდა, "ოცნებამ" მიიღოს ეს კანონპროექტი - იაგო ხვიჩია "ხალხის ძალის" კანონპროექტზე
"გირჩის" ლიდერს, იაგო ხვიჩიას სურს, რომ "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტი არა "ხალხის ძალის" ინიცირებით, არამედ თავად "ოცნებამ" მიიღოს, რათა ხალხმა დაინახოს, რომ მმართველი გუნდი არა ირიბად, არამედ უკვე პირდაპირ იღებს იმ კურსს, რომელის ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის მიუღებელია.
გვინდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" თვითონ მიიღოს ეს კანონპროექტი, რათა არ მოხდეს საუბარი იმაზე, რომ "ხალხის ძალის" ინიციატივაა, ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ა.შ. მე მოვუწოდებდი "ქართულ ოცნებას" მიიღოს ეს კანონპროექტი საკუთარი პასუხისმგებლობით და ღიად დააფიქსიროს ის მიმართულება, რაც აქვს არებული ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენთვის ეს კანონპროექტი მისაღები არ არის, მაგრამ "ოცნებამ" რომ მიიღოს, მარტივად ავუხსნით ადამიანებს, რომ "ოცნება" არა ირიბად, არამედ უკვე პირდაპირ იღებს იმ კურსს, რომელის ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის მიუღებელი და დაუშვებელია", - ამბობს იაგო ხვიჩია.
კანონპროექტს, უცხოური გავლენების აგენტების შესახებ კენჭს, სავარაუდოდ, ივნისამდე უყრიან. რამდენიმე თვეა დარჩენილი საიმისოდ, რომ აღნიშნული კანონის მიღება "ქართული ოცნების" რიგებიდან ფორმალურად წამოსულ დეპუტატებს გადააფიქრებინონ. ამ ყველაფერს ემატება ციხით მუქარა და კანონის კიდევ უფრო გამკაცრების პირობა. ყველაფერი იმ ფონზე, როცა შალვა პაპუაშვილმა ფაქტობრივად დაანონსა, რომ კანონის მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე აქტივისტები გამოცდიან.