"ქურდების" ამბოხება - კრიმინალური ავტორიტეტები პრეზიდენტს სასამრთლოში უჩივიან
ე.წ. კანონიერი ქურდების ამბოხება - "კრიმინალური ავტორიტეტების" ნაწილს საქართველოს მოქალაქეობა წაართვეს, ნაწილი უარს პროტესტის ნიშნად ამბობს.
ამის პარალელურად "შაბათის ეთერისთვის ცნობილი ხდება" რომ საქართველოს სასამართლოებში ე.წ. კანონიერ ქურდებს სარჩელი იუსტიციის სამინისტროს და პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთი მეორეს მიყოლებით შეაქვთ.
მათ შორისაა გია "წყალტუბსკი", რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის. სარჩელი წარმოებაშიც უკვე მიიღეს.
ე.წ. კანონიერი ქურდის დედა მარინა მურადაშვილი ამბობს, რომ მისივე მოყვანილი ხელისუფლების უკანონობის მსხვერპლი გახდა და მის შვილს საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა.
ჩივის, გია "წყალტუბსკი", "ჭია", ლაშა "რაჭინსკი", ნოდარ "სოხუმსკი", დავით გერლიანი, ილია სამსონია , გია გიორგაძე, ხიდირ რაშიდოვი.
"მოქალაქეობის ჩამორთმევა ქურდებისათვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია"- ამბობენ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ოჯახის წევრები.
ყველა "კანონიერი ქურდის" ადვოკატი ამტკიცებს, რომ ე.წ. კანონიერ ქურდებს საქართველოს მოქალაქეობა გამოგონილი საფუძვლით ჩამოართვეს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, შეზღუდვა პრივილეგირებული ქურდებისთვის არ მოქმედებს - "ტვ პირველის" ინფორმაციით, ორმა მოქმედმა კანონიერმა ქურდმა, ვისაც მოქალაქეობა ზურაბიშვილის განკარგულებით ჩამოერთვა, საბუთები უკან დაიბრუნეს.
ყველა დეტალი ქურდების ამბოხზე - ნახეთ თამთა დოლენჯაშვილის ჟურნალისტურ გამოძიებაში