საქართველოში კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი არ შემოუშვეს
საქართველოში კიდევ ერთი რუსი ჟურნალისტი, საგანმანათლებლო პროექტის, "არზამას" შემქმნელი და ჟურნალ esqueres მთავარი რედაქტორი, ფილიპ დიატკო არ შემოუშვეს. ინფორმაციას ტელეარხი "დოჟდი" ავრცელებს.
დიატკო, რომელიც საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, თბილისში ვენიდან დაბრუნდა, თუმცა აეროპორტში შეაფერხეს და მიზეზად სისტემური პრობლემა დაუსახელეს. საბოლოოდ, ყოველგავრი განმარტების გარეშე, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი განუცხადეს.
მისი თქმით, უარის შესახებ არანაირი დოკუმენტი არ მისცეს და ამ წუთებში მას ტელეფონი ჩამოართვეს.
დიატკო, უკრაინაში პუტინის ომს ეწინააღმდეგება და ის პირველი რუსი არ არის, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს.
ერთი კვირის წინ, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს, რუსეთის ფონდ "არა ძალადობის" დამფუძნებელს, ანნა რივინას უთხრეს.