იაფფასიანი და მავნე ტყუილი - მანჯგალაძე კობახიძის განცხადებაზე

20.02.23 14:09
იაფფასიანი და მავნე ტყუილი - მანჯგალაძე კობახიძის განცხადებაზე

“უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული კობახიძის განცხადება არა მარტო ტყუილი, არამედ ანტისახელმწიფოებრივია," - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებას. საუბარია ირაკლი კობახიძის ფბ სტატუსზე, სადაც ის წერს, რომ "რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, 2018-21 წლებში საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა".

ჯერ იყო დაიწყეს საუბარი, რომ თითქოს არაფერს გვაძლევს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მაშინ როცა კანდიდატის სტატუსის გარეშე არ არსებობს ევროკავშირის წევრობა და ყველა ის სიკეთე, რასაც ევროკავშირი მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
ეხლა კი უსინდისოდ იმას ამტკიცებენ, რომ არა უვიზო მიმოსვლა არ გვექნებოდა ამხელა მიგრაცია-ო, რომ თურმე ხალხის ქვეყნიდან მასიური  გადინება ხდება  არა მძიმე ყოფის და „ქართული ოცნების“ მიერ მოქალაქეებისთვის შექმნილი გაუსაძლისი ეკონომიური პირობების გამო, არამედ უვიზო მიმოსვლით, რაც იაფასიანი და მავნე ტყუილია. მაშინ როცა ბოლო წლებში ემიგრანტების დიდი წილი ამერიკაზე მოდის, რომლებიც საქართველოდან გაღწევას არა ვიზით, არამედ მექსიკიდან, არაადამიანური, დამამცირებელი და სიცოცხლისთვის საშიში პირობების გავლით ცდილობენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლო პერიოდის განცხადებებისა და ქმედებების შემდეგ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენს ევროპულ არჩევანს, ეროვნულ ინტერესს თითქმის იგივე მასშტაბის ზიანს აყენებენ „მშვიდობიანად“, რაც კიტოვანმა და იოსელიანმა იარაღით მოუტანეს საქართველოს.

სწორედ ამიტომ, არ უნდა შევეგუოთ ამას და 24 თებერვალს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოსთვის, უკრაინისთვის და იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილ საქართველოს წარმოვადგენთ ჩვენ და არა ივანიშვილის კაცის კაცუნების ხელისუფლება,  - პაატა მანჯგალაძე

მსგავსი სიახლეები