არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები - პრემიერი

20.02.23 14:44
არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები - პრემიერი

 არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დაცვა უნდა  გააგრძელოს. 

კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პოლიტიკას. ყველაფერი უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, კარგად გვესმის, რომ საერთოდ არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი არ იქნებოდა. ვიმყოფებოდი მიუნხენში, მოგეხსენებათ. ნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, გამოსავალი არ ჩანს, არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი. საერთოდ, გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ ინტერესების გატარება, რომელიც მხოლოდ ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება. ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი, - განაცხადა პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები