აშშ უკრაინას 500 მლნ დოლარის დახმარებას აძლევს - რა უთხრა ბაიდენმა ზელენსკის

20.02.23 15:14
აშშ უკრაინას 500 მლნ დოლარის დახმარებას აძლევს - რა უთხრა ბაიდენმა ზელენსკის

ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის  პრეზიდენტების ერთობლივი ბრიფინგიუკრაინაშ ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბაიდენი უკრაინელ ხალხს  ხუთასი მილიონი დოლარის დახმარებას აძლევს.  საუბარია შეიარაღებაზე, რომელიც ომში მყოფმა ქვეყანამ რუსეთის წინააღმეგ უნდა გამოიყენოს.

სამხედრო დახმარების ნაწილი უკრაინაში უკვე ხვალ ჩავა. 

ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას.[...] ყველა უთანხმოების მიუხედავად, რომელიც გვაქვს ჩვენს კონგრესში ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მხარდაჭერაზე. ეს არ ეხება მხოლოდ თავისუფლებას უკრაინაში, ეს არის ზოგადად დემოკრატიის თავისუფლება - განაცხადა ბაიდენმა ბრიფინგზე. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს გვერდში დგომა იქამდე აღუთქვა, ვიდრე ეს უკრაინისთვის იქნება საჭირო. 

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ და ყველა უკრაინელი მსოფლიოს კიდევ ერთხელ ახსენებთ რას ნიშნავს ბრძოლა. ახსენებთ თავისუფლების მნიშვნელობას. ამერიკა თქვენს გვერდზე დგას იმდენს ხანს რამდენიც საჭირო იქნება, - უთხრა ბაიდენმა ზელენსკის. 

ამ წუთებში აშშ-ს პრეზიდენტი უკვე უკრაინის რადაში იმყოფება და დეპუტატებს სიტყვით მიმართავს. 

შეგახსენებთ, რომ ომის წლისთავზე ჯო ბაიდენი დემონსტრაციულად და სიმბოლურადდ უკრაინაში ჩავიდა.  პრეზიდენტი ბაიდენი კიევში  პოლონეთიდან მატარებლით გაემგზავრა.  პარალელურად, პუტინმა  ბელორუსიდან უკრაინის მიმართულებით გამანადგურებელი  გაუშვა. საფრენ რადარებზე დაყდრონობით მედია წერს, რომ კიევის ცას მთლიანად ამერიკული სადაზღვერვო ჯგუფები აკონტროლებენ.

მსგავსი სიახლეები