"არ უნდა ვუთხრათ ტყუილი ამომრჩეველს, ანსაკუთრევით არ უნდა მოვატყუით პატიმარი" - ნიკა მელია
"არ უნდა ვუთხრათ ტყუილი ამომრჩეველს და განსაკუთრევით არ უნდა ვუთხრათ ტყუილი პატიმარს" - ამის შესახებ ნიკა მელია "ტვ პირველს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მთავრობის კანცელარიასთან განუცხადა, სადაც ენმ-ს ორგანიზებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ მთელი საერთაშორისო პოლიტიკური საზოგადოების კონსოლიდირების კვალდაკვალ მიხეილ სააკაშვილისა და ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხთხის ირგვლივ ქვეყნის შიგნითაც უნდა გააქტიურდნენ.
მელია ამბობს, რომ ბოლო დროს, სხვადასხვა მიმართულებით გაჩაღებულმა დამაზიანებელმა პროცესმა "მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქტიური სოლიდარობა მოარღვია".
მისი თქმით, ჩატეხილი ხიდები, მათ შორის პარტიის შიგნითაც უნდა აღდგეს.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და მე პირადად მოწადინებული ვარ, ყველა ჩატეხილი ხიდი აღდგეს. ჩვენ ეს ბეწვის ხიდი, ერთსულოვნად და ერთიანად უნდა გადავიაროთ. შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს, რადგან ისტორიის წინაშე ვიქნებით დამნაშავეები.
ვფიქრობ, რომ ევროპული პოლიტიკური კონსოლიდირება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყნის შიგნით, ჩვენ გვჭირდებიოდა გაცილებით მაღალი კონსოლიდირება. ნაცვლად ამისა, მივიღეთ დაქსაქსული "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება, რომ აღდგეს, არადა ჩვენ უნდა მოგვეხდინა მთლიანი საზოგადოების კონსოლიდირება.
სამწუხაროდ, მაშინ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად გაწირეს სიკვდილისთვის ჯერ-ჯერობით არ არის აქტიურობა საზოგადოებაში, როგორსაც ვისურვებდით ქვეყნის შიგნით"- თქვა მელიამ.
მისი თქმით, ვიდრე პროცესები მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ არ გადაწყდება, ის არავის გაკრიტიკებას არ პირებს, თუმცა ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ იქვე თქვა, რომ "საერთაშორისო ზეწოლა და ქვეყნის სიგნით აქტიურობა თანხვედრაში უნდა იყოს მოყვანილი".
მე არავის ვადანაშაულებ, პირიქით, მომდევნო პეერიოდში ყოველთთვის თავს შევიკავებ სანამ ეს ვითარება არ შეიცვლაბა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ. ყველანი ვართ დამნაშავეები, მაგრამ ყველაზე მეტად რასაც არასდროს მივესალმებოდი, და არც მომავალში მივესალმები არის ის, რომ არასდროს უნდა ვუთხრათ ტყუილი საკუთარი პარტიის ამომრჩეველს და განსაკუთრებით ტყუილი არ უნდა ვუთხრათ პატიმარს"- დასძინა ოპოზიციონერმა.