თავს დამნაშავედ არ ვცნობ - ბადრი ესებუა

20.02.23 15:37
თავს დამნაშავედ არ ვცნობ - ბადრი ესებუა

ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული ბადრი ესებუა განსასჯელის სკამზეა - ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გახმაურებული პროცესი ცოტა ხნის წინ დაიყო. 

ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევის დაწყებამდე ბრალდებულმა მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

საქმის მასალების მიხედვით, 34 წლის ბადრი ესებუა  „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში  2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. შეიარაღებულ თავდამსხმელმა მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა. მან შენიბის დატოვება ნახევარი მილიონი ლარით შეძლო. 

2 წლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები