შემთხვევითი არაა, რომ კრემლის სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა - აშშ-ის საელჩო
შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა. უდავოდ, ძლიერ დემოკრატიას მოაქვს კეთილდღეობა და უსაფრთხოება" - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დემოკრატიას წარმატების იმედი არ აქვს.
მაგრამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დემოკრატიას წარმატების იმედი არ აქვს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მათთან თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტების გასაძლიერებლად. საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რომ მიაღწიოს უფრო უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავლის მიზანს - ეს არის ის, რაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ და რასაც ისინი იმსახურებენ"- წერია განცხადებაში.