"ოცნება" გაბრაზებულია - მმართველი პარტია კიევში არ მიდის

20.02.23 16:53
"ოცნება" გაბრაზებულია - მმართველი პარტია კიევში არ მიდის

"ქართული ოცნება" კიევში არ მიდის - ინფორმაცია  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა. 

"იყო კომუნიკაცია მეგობრობის ჯგუფებს შორის" - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. 

 მისი განცხადებით, "უკრაინაში ზოგადად იგეგმება ღონისძიება, ყველას მიმართ, ვისაც სურვილი ჰქონდა იქ ჩასვლისა"

24 თებერვალს უკრაინაში იგეგმება ღონისძიება ყველასთვის, ვისაც ჩასვლის სურვილი აქვს. ამასთან დაკავშირებით მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მხრიდან გაჟღერდა პოზიცია, რომ საქართველომ ამ ერთი წლის განმავლობაში, იმ პირობებში, რომშიც ვარ, ისეთი სოლიდარობა გამოიჩინა, რომელსაც არ გამოიჩენდა არცერთი ქვეყანა, თუ ასეთ პირობებში იქნებოდა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არ არის დაცული ნატო-ს ქოლგით, ამის მიუხედავად ყველაზე ხმამაღალი ვართ საერთაშორისო ფორმატებში, ასევე, ვართ ქვეყანა, რომელიც განსხვავებით ამ ალიანსში მყოფი უკრაინის მხარდამჭერი სხვა ქვეყნისგან, არ ვართ დაცული ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით. ამავე დროს ვართ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა. ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ვართ ყველაზე კეთილსინდისიერები, რაც სანქციების გვერდის ავლის ხელშეშლას შეეხება. რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ და რისკი, რომ ვინმე შეეცადოს, ეს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს, დიდია“ , - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან უკრაინელი მაღალჩინოსნების მისამართით არსებული წყენა ვერ დამალა: 

ჩვენთვის სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსნის მხრიდან საქართველოს მიმართ პირდაპირ თავდასხმას და ეს არის, რა თქმა უნდა, იმედგამაცრუებელი.

რა თქმა უნდა, ვუსურვებთ უკრაინას გამარჯვებას, ეს ომი დასრულდება და ამ ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, გვექნება საუბარი იმ უკრაინელ მაღალჩინოსნებთან, რომელთა მხრიდანაც ამ მძიმე წუთებში, ასეთი შეტევები ხორციელდებოდა საქართველოს წინააღმდეგ -  იქნება ეს დაბრალება სანქციების გვერდის ავლაზე, თანამშრომლობა სხვებთან თუ ახლა ბოლოს, მათ მოქალაქეზე ყალბი დეზინფორმაციის გავრცელება"- თქვა პარლამენტის თავმჯდომრემ და ინფორმაციის ავტორს, გიორგი ვასაძეს მიმართა. 

მისი თქმით,  "გიორგი ვაშაძე როცა ასეთ საკითხებზე პედალირებს, აჩვენებს, რამდენად არ უყვარს მას არცერთი და არც მეორე ქვეყანა".

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წლისთავზე უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიწვია, თუმცა მმართველმა პარტიამ მიწვევაზე უარი თქვა.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, ირაკლი ზარქუა  ამბობს, რომ "ოცნებამ" კიევში ჩასვლაზე  უარის მიზეზი  "მეორე ფრონტის" გახსნაზე მოწოდებები და მიხეილ სააკაშვილის საკითხია.

მსგავსი სიახლეები