ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე არ გამოჩანილა
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელიც საზოგადოიებას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებდა, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან არ გამოჩანილა.
არადა რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტთან მარკ ფეიგინთან ინტერვიუში მერაბიშვილი მშვიდობიანი პროტესტის აუცილებლობაზე საუბრობდა.
სად არის მერაბიშვილი? - ეს კითხვა დღეს მედიას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ჰკითხეს, თუმცა ლევან ხაბეიშვილის თქმით, ის ყოფილი მაღალჩინოსნის პრესსამსახური არ არის.
კონკრეტული პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები ცდილობენ, ამა თუ იმ ადამიანის დისკრედიტაციის მცდელობას, თურმე სადმე რატომ არ არის?! ეს არ არის ჩამი საქმე, ჩამთვის მნიშვნალოვანია ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა ევროკავშირში. ვისაც შეუძლია, თითო აგურის დადება ბიძინა ივანიშვილისა და რუსული ოლიგარქის მარცხში, მზად ვარ, ყველასთან სასაუბროდ. ვანო მერაბიშვილს საჯაროდ აქვს დაფიქსირებული პოზიცია, რომ მას საქართველოში საჯარო პოლიტიკა არ აინტერესებს. რამე კითხვა თუ გაქვთ, მიმართეთ ივანე მერაბიშვილს, პარტიის თავმჯდომარე ვარ, პრესსამსახურში არავის დაუნიშნივარ"- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.