დაელოდეთ, ნახავთ აზვირთებულ პროტესტს, რომელიც წალეკავს რუს ოლიგარქს - ხაბეიშვილი

20.02.23 17:38
დაელოდეთ, ნახავთ აზვირთებულ პროტესტს, რომელიც წალეკავს რუს ოლიგარქს - ხაბეიშვილი

"ხალხში პროტესტი არსებობს, უბრალოდ რწმენა უნდა ჰქონდეს ქართველ ხალხს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, საპროტესტო გამოსვლები ყველა ქალაქში, რაიონში გაგრძელდება, საბოლოო ჯამში კი პროტესტი დედაქალაქში მოიყრის თავს. 

ჩემო ძვირფასებო, დაელოდეთ მოვლენების უსწრაფეს განვითარებას, ნახავთ იმ აზვირთებულ პროტესტს, რომელიც წალეკავს რუს ოლიგარქს"- თქვა ხაბეიშვილმა. 

მისი თქმით, არასდროს დანებდება: 

არაფრის არ მეშინია და არაფრის კომპლექსი არ მაქვს თქვენთან ერთად. არ დანებდეთ, ხელები არ ჩამოუშვათ, ვიბრძოლოთ ბოლომდე" - მიმართა ხაბეიშვილმა მხარდამჭერებს. 

მსგავსი სიახლეები