რუსული კანონი საქართველოს პარლამნეტში დარეგისტრირებულია

20.02.23 17:47
რუსული კანონი საქართველოს პარლამნეტში დარეგისტრირებულია

სტრაგეგიული პარტნიორების გაფრთხილებების და შეშფოთებების მიუხედავად, ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების, მიერ ინიცირებული  რეპრესიული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.

"ხალხის ძალის" მომზადებული დოკუმენტი განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ  საბოლოო პოზიციის უახლოეს 2 კვირაში დაფიქსირებს. 

ბიუროს სხდომა აქციის ფონზე ჩატარდა. საკანონმდებლო ორგანოში მისულ მედიის წარმომადგენლებს დღეს პარალმენტის თავმდჯომარე შალვა პაპაუაშვილი არ შეხვდა. 

"ხალხის ძალა" ირწმუნება, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი აშშ-ს და რუსულ კანონთან მიმართებას უფრო შერბილებულია. მათი განმარტებით, ქართულ კანონში ტერმინი "უცხოელი აგენტი" ნახსენები არ იქნება. 

 

მსგავსი სიახლეები