ფული მიეცენ მთავრობას, ბომბებს ნუ დებენ NGO-ებით - დეპუტატი სტრატეგიულ პარტნიორებზე

20.02.23 17:58
ფული მიეცენ მთავრობას, ბომბებს ნუ დებენ NGO-ებით - დეპუტატი სტრატეგიულ პარტნიორებზე

"ევროპელი სოციალისტების" წევრს,  დეპუტატ, ავთანდილ ენუქიძეს ე.წ. ხალხის ძალის მიერ მომზადებულ კანონპროექტი მოსწონს. 

მან სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც NGO-ებს ეხმარებიან, "ბომბების დადებაში" დაადანაშაულა. 

ვისაც უნდა საქართველოსთან მეგობრობა, იმეგობროს საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ მთავრობასთან. ბომბების ჩადებას აქ იმ არასამთავრობოებით თავი დაანებონ,  ის ფული მისცენ საქართველოს მთავრობას. ბომბებს ნუ დებენ აქ"- თქვა მან. 

პარლამენტის ბიურომ ივანიშვილის დეპუტატების კანონპროექტი დაარეგისტრირა. 
 

მსგავსი სიახლეები