ლამის მინისტრებს ნიშნავენ - ინჯია NGO-ების წინააღმდეგ მიმართული კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვს
"ევროპელი სოციალისტები" NGO-ების წინააღმდეგ - ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ "ხალხის ძალის" მიერ შემუშავებული კანონპროექტი კიდევ უფრო გასამკაცრებელია.
მისი თქმით, მესამე სექტორის წარმომადგენლები იმას ახმოვანებენ, რაც სხვა ქვეყნის ინტერესში შედის.
რამდენჯერმე ითქვა, რომ რბილი კანონია. კვლავ მიდის კოჰაბიტაცია, რას ვეფერებით?! თუ სახელმწიფოს ინტერესებია, ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი, არა ნახევრად, საკმარისია 30 წლის განმავლობაში ეს ორგანიზაციები რასაც აკეთებდნენ, ლამის მინისტრებს ნიშნავდნენ, სახელო დამცველს და სხვა..." - თქვა დეპუტატმა ინჯიამ.