წინ წაწიეთ ქართველი ხალხის სურვილი, რომელიც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში მდგომარეობს - შაჰინი
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას ურჩევს, გაითვალისწინოს ქართველი ხალხის მისწრაფება, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას უკავშირდება. ამის შესახებ უცხოელმა მაღალჩინოსანმა პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ამასთან, სენატორმა აშშ-ს საქართველოსადმი მხარდაჭერას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.
აშშ 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს და ქართველი ხალხის მისწრაფებას, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, ჰქონდეთ კეთილდღეობა, წარმატება და რა თქმა უნდა, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი და ჩვენ, ეს მხარდაჭერა, დღეს შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ.
ჩვენ ვურჩიეთ შეხვედრებზე მთავრობას, რომ გააგრძელონ მხარდაჭერა ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროპასთან დაახლოებაში, - განაცხადა შაჰინმა.