უსუფაშვილი პაპუაშვილს: წლები მუშაობდი უცხოურ ორგანიზაციაში, უცხო ძალის ინტერესებში აქცევდი ხალხს, “ავერბოვკებდი?”
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც "რუსული კანონი" დარეგისტრირდა, ლელოს ლიდერმა საკანონმდებლო ორგანოს მოქმედ თავმჯდომარეს მიმართა.
ოპოზიციონერმა მმართველი პარტიის წლიდერს მისი მესამე სექტორში მუშაობა შეახსენა:
ბატონო შალვა, წლების განმავლობაში მუშაობდი უცხოურ ორგანიზაციაში და უცხო ძალის ინტერესებში აქცევდი ხალხს, ვისთანაც ფინანსურ ურთიერთობაში იყავი?! უცხო ძალის კონტროლით აკეთებდი შენ ამას?! უცხო ძალის დაქვემდებარებაში იყავი, როდესაც აქ რაღაც კანონპროექტებზე მუშაობდი და ვინც შენ გემუშავებოდა იმას “ავერბოვკებდი“, რომ უცხო ქვეყნის ინტერესებზე ემუშავა?! - ეს ხომ სისულელეა ხალხო! - ასე მიმართა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ბიუროს სხდომაზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა.