პრეზიდენტი "რუსული კანონის" წინააღმდეგ - სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაანონსა

20.02.23 18:52
პრეზიდენტი "რუსული კანონის" წინააღმდეგ - სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაანონსა

საქართველოს პრეზიდენტი "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სპეციალურ განცხადებაში წერს.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი საქართველოს რუსეთის მანკიერ მოდელთან აახლოვებს. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ამუშავებულია ძალა, რომელიც ქართულ ინტერესეად ევროპულ გზას არ მიიჩნევს. 

სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის, სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიცირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს.

და ეს ხდება იმ დროს, როცა ქვეყანაში ამერიკელი სენატორების დელეგაციაა ჩამოსული! ამ ყველაფერს შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.

ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს, - ნათქვამია პრეზიდენტი განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები