მედიათავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობაა - შაჰინი
ამერიკელი სენატორი სპეციალურ პრესკონფერენციაზე ნიკა გვარამიას საკითხსაც შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია მედიათავისუფლება. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ასევე, თქვა, რომ დემოკრატიისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ქვეყანაში ოპოზიციის წევრებს არ აპატიმრებდნენ.
შაჰინმა პირდაპირ თქვა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული უნდა იყოს.
ევროკავშირში რეკომენდაციებში ეს არის პირობა, განსაკუთრებით მედიათავისუფლება და ადამიანის უფლებები და კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა რომ იმუშავონ თავისი პროფესიით და საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას თუ ფიქრობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ასევე, არ უნდა აპატიმრებდნენ ოპოზიციის წევრებს და ნებისმიერი ადამიანი რა ბრალდებაც არ უნდა იყოს მის მიმართ წაყენებული, ვთქვათ პრეზიდეტ სააკაშვილის მაგალითზე, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მისი უფლებები იყოს დაცული, - განაცხადა შაჰინმა.