"ოცნება" ომის წლისთავზე უკრაინაში არ ჩავა - სად დგას "ოცნება"
ხელისუფლების ღიად დეკლარირებული არჩევანი - "ქართული ოცნება" ომის წლისთავზე უკრაინაში არ ჩავა. დამალული ამბავი დღეს გიორგი ვაშაძემ მოლდოვადან გათქვა.
ირკვევა, რომ უკრაინის რადამ მოწვევა "ოცნებას" გამოუგზავნა, თუმცა მმართველმა პარტიამ ამის შესახებ ინფორმაცია ყველას დაუმალა.
ბოლოს დემარში მაინც აღიარეს. მას შემდეგ, რაც ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციამ აიძულა ეთქვა უკრაინიდან მიღებული მოწვევის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმში ჩადგა. ამბობს, რომ რომ უკრაინის ხელისუფლებაზე გაბრაზებულები არიან და ომში მყოფ ქვეყანაში ჩასვლაზე უარი სპეციალურად თქვეს.
უფრო ვრცლად რა თქვა "ოცნებამ" ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.