"გადაარჩინე მიშა" - ფეიგინის დაანონსებულ აქციას დღეს მსოფლიოს 21 ქალაქი შეუერთდა
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად აქციები გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის შენობა დღეს პოლიციის კორდონით იყო გარშემორტყმული. ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის სხდომის ჩატარება პროტესტის ფონზე მოუწია. დღევანდელ შეკრებაზე იყვნენ ხაბეიშვილიც და მელიაც. სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე არ მივიდა ვანო მერაბიშვილი.
"გადაარჩინე მიშა და გაუშვი სამკურნალოდ" - ეს იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ბათუმშიც. სააკაშვილის სოლიდარობის აქცია თავისუფლების კვარტალში გაიმართა. აქციების ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ პროტესტი მანამდე არ შეწყდება, სანამ პრეზიდენტს სიცოცხლის უფლებას არ დაუბრუნებენ.
მარკ ფეიგინის მიერ დაანონსებულ საპროტესტო ტალღას მსოფლიოს 21 ქალაქი შეუერთდა.
უფრო ვრცლად სოლიდარობის აქციის შესახებ ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.