არა რუსულ კანონს! - "ოცნებამ" რეპრესიული კანონი პროტესტის ფონზე დაარეგისტრირა

20.02.23 20:18
არა რუსულ კანონს! - "ოცნებამ" რეპრესიული კანონი პროტესტის ფონზე დაარეგისტრირა

არა რუსულ კანონს, არა პუტინიზაციას! - აქცია პერფომანსი ბიუროს კართან. პროტესტის ფონზე "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პარლამენტში რუსული კანონი  ოფიციალურად დაარეგისტრირა. არასამთავრობო  და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ ხალხის ძალის სახელით შტურმს მათ წინააღმდეგ  ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს.

პროტესტს და შეძახილებს "ოცნებისთვის" ხელი არ შეუშლია. შალვა პაპუაშვილი  და მმართველი  გუნდის სხვა წევრებმა ბიუროს ოთახი უკანა კარიდან დატოვეს,  თუმცა მანამდე რეპრესიულ კანონს მწვანე შუქი აუნთეს.  

სამოქალაქო სექტორი დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი ყველა  ორგანიზაციის დახურვამდე მივა, რომლებიც  დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ.

უფრო ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის და გიორგი ხუხიას რეპორტჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები