ივანიშვილი, სააკაშვილი, გვარამია და რუსული კანონი - რაზე ისაუბრეს ამერიკელმა სენატორებმა

20.02.23 20:01
ივანიშვილი, სააკაშვილი, გვარამია და რუსული კანონი  - რაზე ისაუბრეს ამერიკელმა სენატორებმა

პრემიერს  ბიძინა ივანიშვილზე და დეოლიგარქიზაციაზე ვესაუბრეთ - ამერიკელი სენატორები ადასტურებენ, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი  საკითხი სწორედ ოლიგარქის გავლენები იყო. სენატორები, რომელიც საქარტელოში სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდნენ, პირდაპირ აცხადებენ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.

ჯინ შაჰინი ის სენატორია, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პირადად შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, რის შემდეგაც ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა.

ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, რუსული კანონი აგენტებზე - ეს იყო მთავარი სასაუბრო თემები, რომელიც ჯინ შაჰინისა და რიჩარად დურბინის დღის წესრიგში იდგა. ეს ის მიმართულებაა, რაც რუსეთმა და ვენესუელამ აიჩია  - ასე აფასებენ გავლენიანი სენატორები "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ და ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ სკანდალურ კანონს.  

რა თქვეს სენატორებმა შემაჯამებელ ბრიფინგზე ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები