სააკაშვილის ბედი ელის ყველას, ვინც სიცოცხლე ამერიკელებს მიჰყიდა - ზახაროვა ზელენსკიზე

20.02.23 21:03
სააკაშვილის ბედი ელის ყველას, ვინც სიცოცხლე ამერიკელებს მიჰყიდა - ზახაროვა ზელენსკიზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომაგენელმა მარია ზახაროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის ბედის გაზიარება უწინასწარმეტყველა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ზახაროვას თქმით, სააკაშვილის ბედი ელის ყველას, ვინც სიცოცხლე ამერიკელებს მიჰყიდა.

ბაიდენის და მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ზელენსკის კიევში  დღეს გადაღებული კადრების თვალიერებისას ნუ დაგავიწყდებათ, ყველა წინამორბედი ამერიკული პროექტის ბედი. სააკაშვილის, გუაიდოს ბედი ელის ყველა მათ, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს: საკუთარი ხალხის მიერ დაწყევლილი, უსარგებლოები, იძულებული არიან ამერიკაში ნაშოვნი ფული გულუხვად დახარჯონ ამერიკელ იურისტებზე საკუთარი ქვეყნების ღალატისთვის, - დაწერა რუსმა მაღალჩინოსანმა.

 

მსგავსი სიახლეები