პრეზიდენტის მესიჯბოქსი "ნაცმოძრაობის" მესიჯბოქსს ემთხვევა - მდინარაძე ზურაბიშვილის ვეტოზე
პრეზიდენტი მესიჯბოქსი "ნაცმოძრაობის" მესიჯბოქსს ჰგავს, - ასე აფასებს მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც "ხალხის ძალის" კანოპროექტზე ვეტოს დადება დააანონსა.
გულწრფელად დასანანია, რომ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის მესიჯბოქსი, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მესიჯბოქსი, უფრო ემთხვევა "ნაცმოძრაობის" მესიჯბოქს, ვიდრე თავად მაშინდელი კანდიდატის მესიჯბოქსს, ეს ძალიან სამწუხაროა, - თქვა მდინარაძემ.