რატომ არ ჩავა "ოცნება" კიევში - მდინარაძის განმარტება
რატომ არ ჩავა "ოცნება" უკრაინაში - მამუკა მდინარაძის განმარტებით, ამის მიზეზი ომში ჩართვის მოწოდებები და სააკაშვილის მხარდაჭერაა. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ომში მყოფი ქვეყნისთვის ბევრი გააკეთა, თუმცა მათ ეს ვერ დაინახეს.
მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანამ გაცილებით მეტი გააკეთა ვიდრე ბევრმა ქვეყანამ, ჩვენ მაქსიმუმსაც გავცდით. საქართველომ ბევრად მეტი რისკი გასწია, ვიდრე შეეძლო უკრაინის მხარდაჭერაში და ამ პირობებში რომ გვეუბნებიან, რომ თურმე სააკაშვილი ნაწამებია და კლავენ. მართლა ის რომ ჰკლავდა და აწამებდა, მაგას რა ერქვა? და ჩართულები არიან ომში ჩართვის მოწოდებებში და ამ ყველაფრის ფონზე ბუნებრივია, ასეთ ოფიციალურ ვიზიტზე თავი უნდა შეიკავო, - თქვა მდინარაძემ.