"ოცნება" ფსონს უკრაინის დამარცხებაზე დებს - გახარია

21.02.23 11:16
"ოცნება"  ფსონს უკრაინის დამარცხებაზე დებს - გახარია

ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარია ამბობს, მმართელი ძალა  ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელისუფლებაში დარჩენის სურვილით ანაცვლებს, რის ფასიც შემდეგ მომავალმა თაობამ უნდა იხადოს.

ექსპრემიერის თქმით, რუსეთთან პირისპირ დარჩენა აპრიორი ომს და ოკუპაციას ნიშნავს, "ოცნება" ფსონს უკრაინის დამარცხებაზე დებს. 

დღეს საქართელოს აქვს რეალური შესაძლებლობაისტორიას დრო მოუგოს და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამით მიპოვოს გრძელვადიანი სტაბილურობა, კეთილდღეობა და გარანტირებული მშვიდობა. ევროპა მშვიდობაა. საპირისპიროდ, რუსეთთან პირისპირ დარჩენა კი ნიშნავს ომს. ოკუპაციას დ აომს. ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ დასავლეთთან ერთობის გარდა სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი ჩვენს რთულ რეგიონში, სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს.

ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის. დღეს „ოცნება“ ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და მათი საგარეო პოლიტიკა სწორედ ამ ლოგიკას ეყრდნობა. ამ გადამწყვეტ მომენტში „ოცნება“ კიკთხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას, „გვინდა კი ასეთი ევროა?“ სულ მალე ახალ კანონზე დაყრდნობით აგენტს დაუძახებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. „ოცნება“ ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და მზად არის ამისთის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამ არჩევანის ფასისი გახდა ჩვენს შვილებს მოუწევთ, - განაცხადა გახარიამ. 
 

ექსპრემიერმა "ოცნებაში" დარჩენილ ადამიანებსაც მიმართა და გააფრთხილა, რომ ივანიშვილის დანაშაულებებზე, რომელთა განხორციელებაშიც ისინი ეხმარებიან, პასუხისმგებლობას ვერცერთი  გაექცევა. 

„ნაციონალური მოძარობა“ კი მზად არის, ჩენი ქვეყნის ევროპული მომავალი გაცვალოს მიშა სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში. ეს ის წითელი ხაზებია, რომელიც ჩენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე გადის და აქ კომპრომისი დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადმაიანებს: ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტებ ხართ თქვენ. გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავის დანაშაულებების განსახორციელებლად გიყენებთ თქვენ და თქვენ უნდა იცოდეთ და თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერც ბიძნა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ბიძნა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმმგებლობა იქნება პერსონალიზირებული. 
საქართველოს არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპულ ინტეგრაცაისთან, როგორც დღეს და ასევე, არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან. ეს დაკარეგული შესაძლებლობა იქნება დანაშაული ჩვენი შვილების წინაშე, - თქვა გახარიამ.

გიორგი გახარიამ ასევე, ტავის მხრივ, ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოქმედება და ბრძოლა დაანონსა. 

მე, ჩემის მხრივ, როგორც ქვეყნის ყოფილ;მა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლდიერმა დღეს მივმართე ევროკავშირის წევრი სახელმწიფების მეთაურებს თხოვნით, მიუხედავდ „ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებისა , მხარი დაუწირონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. - განაცხადა "საქარტელოსთვის" ლიდერმა. 
 

 

მსგავსი სიახლეები