ივანიშვილი უკანა კარიდან ვერ გაიპარება - გახარია "ოცნებაში" დარჩენილებს მიმართავს
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი "ქართულ ოცნებაში" დარჩენილებს აფრთხილებს, რომ ივანიშვილის დანაშაულებებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. ამის შეასხებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ყურადღება ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლების შეცდომებს შემდეგ მომავალი თაობა მოიმკის.
მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადმაიანებს: ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტებ ხართ თქვენ. გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავის დანაშაულებების განსახორციელებლად გიყენებთ თქვენ და თქვენ უნდა იცოდეთ და თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმმგებლობა იქნება პერსონალიზირებული.
საქართველოს არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპულ ინტეგრაგცაისთან, როგორც დღეს და ასევე, არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან. ეს დაკარგული შესაძლებლობა იქნება დანაშაული ჩვენი შვილების წინაშე, - თქვა გახარიამ.