რუსეთის ინტერესში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა შედის თუ არა, ცალსახა წარმოდგენა არ მაქვს - მდინარაძე

21.02.23 11:52
რუსეთის ინტერესში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა შედის თუ არა, ცალსახა წარმოდგენა არ მაქვს - მდინარაძე

მამუკა მდინარაძე დარმწუნებული არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა რუსეთის ინტერესში შედის. "ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ  მარია ზახაროვას მსგავს განცხადებებს "ნაციონალური მოძრაობა" და კრიტიკული ტელევიზიები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, რათა როგორმე სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლონ. 

ოკუპანტ ქვეყანაში რას იტყვიან, ჩვენ ვაკონტროლოთ თუ რა ვქნათ? ამისი რესურსია სადმე? ერთადერთი, ვინც ასეთი განცხადებებით სარგებლოს, ეს არის თქვენი ტელევიზიები და „ნაცმოძრაობა“. რუსეთის ინტერესში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა შედის თუ არა, ამასთან დაკავშირებით ცალსახა წარმოდგენა მე პირადად არ მაქვს. ამას იყენებს ის, ვისაც უდა, რომ რუსული მხრიდან წამოსული განცხადებები გააკეთოს. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სისტემამ, რომელმაც გირგვლიანი მოკლა, ამ სისტემის სათავეში იდგა სააკაშვილი და ამისთვის იხდის სასჯელს. თქვენ ამბობთ ახლა, რომ ზახაროვამ რაღაც თქვა და ამიტომ უნდა გაუშვას ხელისუფლებამ და სამართალდამცავებმა სააკაშვილი, - ამბობს მდინარაძე. 

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომაგენელმა მარია ზახაროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის ბედის გაზიარება უწინასწარმეტყველა. პუტინის პროპაგანდისტმა სოციალურ ქსელშ დაწერა, რომ ყველას, ვინც ამერიკას სულს მიჰყიდის სააკაშვილის ბედი ელოდება. 

მსგავსი სიახლეები