პრეზიდენტი ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას აჰყვა - მაჭარაშვილი დაანონსებულ ვეტოზე
"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტს კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ამბობს, რომ ვეტოს დადების შემთხვევაში ზურაბიშვილმა არგუმენტირებული შენიშვნები უნდა წარადგინოს. მაჭარაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას აჰყვა.
ვერა და ვერ მოხერხდა ის, რომ ინსტიტუციებმა იფუნქციონირონ კონსტიტუციის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს თავის პოზიციაზე მხოლოდ მაშინ, როდესაც მასთან მივა კანონი და თუ ის ხელს არ მოაწერს, შესაბამისი მოტივირებული შენიშვნები უნდა გამოაგზავნოს საქართველოს პარლამენტში. რა იცის საქართველოს პრეზიდენტმა, რა ტიპის კანონი მივა მასთან და შინაარსი იქ როგორ შეიცვლება და საერთოდ, შეიცვლება თუ არა? შესაბამისად, ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი აყვა იმ არასწორი და ანტისახელმწიფოებრივ პიარ კამპანიას, რასაც ჰქვია, კანონპროექტი, რომელიც "ხალხის ძალამ" დააინიცირა, თიტქოს იყოს რუსული, - ამბობს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ 'ხალხი ძალის" კანონპროექტს მხარდაჭერას უცხადებს და პარლამენტში სწრაფი ტემპით მის დამტკციებას აანონსებს. საუბარია კანონზე, რომელიც მიზნად ენჯეობის და მედიების გაკონტროლებას ისახავს. კანონი საშიშად მიიჩნია საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ხელისულებას ვეტოთი დაემუქრა.