ივანიშვილი არის პროთავისი, ის ყველას ჩამოართმევს ხელს, რომ ძალაუფლება შეინარჩნოს - გახარია

21.02.23 12:06
ივანიშვილი არის პროთავისი, ის ყველას ჩამოართმევს ხელს, რომ ძალაუფლება შეინარჩნოს - გახარია

გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არც პროევროპელია, არც პროამერიკელი და არც პრორუსი.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, ივანშვილი პროთავისია და ის ყველას ჩამოართმევს ხელს, რომ ძალაუფლება შეინარჩნოს.

ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მე ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, ჩვენი მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არც პროევროპელია, არც პროამერიკელი და არც პრორუსი. ივანიშვილი არის პროთავისი. ის ყველას ჩამოართმევს ხელს, რომ ძალაუფლება შეინარჩნოს. ეს არის მისი მთავრი მზაინი. დღეს კი ჩვენი ხელისუფლებუის მიერ მოწყობილი ძალაუფლება იმდენად ავტორიტარულია, რომ ის უბრალოდ მიუღებელია და არ არის ტავსებადი ევროპულ ფასეულობებთან, ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივად, ის ბუნებრივად შორდება თანამედროვე სამყაროს და ბუნებრივად მიდის რუსეთის მიმართულებით", - ამბობს გახარია.

მსგავსი სიახლეები