ზახაროვას განცხადება "ოცნების" ლიდერების განცხადებებს ერთი ერთში ემთხვევა - ხაბეიშვილი
ზახაროვას განცხადებამ ცხადყო, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ვენდეტა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ოპოზიციური ლიდერის განმარტებით, პუტინის პროპაგანდისტის გზავნილები "ოცნების" ლიდერების განცხადებებს ერთი-ერთში ემთხვევა.
ხაბეიშილი ასევე, სააკაშვილის საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას ეხმიანება და ამბობს, რომ ივანიშვილსი ხელისუფლების პირობებში სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არც ამ შემტხვეავში აქვს.
მოვისმინეთ ზახაროვას განცხადება, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ირაკლი რუსი ღარიბაშვილის, ირაკლი რუსი კობახიძის, კახი რუსი კალაძის, ხელისუფლების განცხადებებს. ეს ცხადყოფს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ვენდეტა მიმდინარეობს, ამას პუტინის წარმომადგენლები მოსკოვში არ მალავენ და ეს ზახაროვას პირით გვითხრეს. კრემლის დავალებას ასრულებს საქართველოს ხელისუფლება. შესაბამისად, ე.წ. სასამართლოს დიდ იმედებს არ ვუკავშირებ - ოლიგარქს აბსოლუტურად ოკუპირებული აქვს როგორც ჩვენი ქვეყანა, ასევე სასამართლო სისტემა. რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს ექსპერტების შეფასების საგანია. ისინი ამბობენ, რომ კრიტიკულია. ყველა მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამას არ იზიარებს და ითვალისწინებს პუტინის კარის ხელისუფლება საქართველოში, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომაგენელმა მარია ზახაროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის ბედის გაზიარება უწინასწარმეტყველა. პუტინის პროპაგანდისტმა სოციალურ ქსელშ დაწერა, რომ ყველას, ვინც ამერიკას სულს მიჰყიდის სააკაშვილის ბედი ელოდება.