კრიმინალ სააკაშვილთან დაკავშირებით არც ზახაროვას და არც ე.წ. მეგობრების განცხადებები საინტერესო არ არის - კალაძე
დედაქალაქი მერი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებისთვის კრიმინალ სააკაშვილთან დაკავშირებით არც მარია ზახაროვას და არც "ე.წ. მეგობრების" განცხადებები საინტერესო არ არის. კახა კალაძის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.
საერთოდ არ არის საინტერესო არც ზახაროვას განცხადება კრიმინალ სააკაშვილთან დაკავშირებით და არც იმ ე.წ მეგობრების განცხადებები, რომლებიც შანტაჟით და თითის ქნევით ესაუბრებიან საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, ვიცავთ კანონებს, პატივს ვცემთ სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ, - აღნიშნავს კალაძე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომაგენელმა მარია ზახაროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის ბედის გაზიარება უწინასწარმეტყველა. პუტინის პროპაგანდისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველას, ვინც ამერიკას სულს მიჰყიდის სააკაშვილის ბედი ელოდება.