„თბილისშია კიდევ? არ შევარდნილა კლინიკაში სააკაშვილის გამოსახსნელად? საინტერესო ჯამბაზია - კალაძე ხაბეიშვილზე

21.02.23 12:52
„თბილისშია კიდევ? არ შევარდნილა კლინიკაში სააკაშვილის გამოსახსნელად? საინტერესო ჯამბაზია - კალაძე ხაბეიშვილზე

კახა კალაძემ ლევან ხაბეიშვილს საინტერესო ჯამბაზი უწოდა. თბილისის მერმა იკითხა, შევარდა თუ არა ენმ-ს თავმჯდომარე კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გამოსახსნელად.

„თბილისშია კიდევ? არ შევარდნილა? საინტერესო ჯამბაზია. როდესაც არჩევნები მიმდინარეობდა, მხარს ვუჭერდი და ახლაც ვუჭერ. დაველოდოთ, ძალიან საინტერესო გასართობი სცენები გველოდება მომავალში. მთავარ როლში აუცილებლად ვიხილავთ ლევან ხაბეიშვილს. მე მეგონა, უკვე შევარდნილი იყო კლინიკაში, თურმე არ ყოფილა“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნიდა.

მსგავსი სიახლეები