კარგია, რომ გახარია აზრზე მოვიდა - ხაბეიშვილი

21.02.23 13:09
კარგია, რომ გახარია აზრზე მოვიდა -  ხაბეიშვილი

ენმ-ს თავმდჯომარე პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის განცხადებებით კმაყოფილია. ლევან ხაბეიშვილი იმედოვნებს, რომ გიორგი გახარიას მსგავსად გონს "ქართული ოცნების" სხვა ყოფილი მხარდამწერებიც მოვლენ. 

კარგია, რომ გახარია ამ აზრზე მოვიდა. მე 2012 წლიდან ვთვლი, რომ ის არის კრემლის მართული ოლიგარქი, რომ მისი ამოცანა არ იყო ქართველი ხალხის კეთილდღეობა, მისი ამოცანა იყო, რომ რაც შეიძლება დაებეჩავებინა ქართველი ხალხი, რაც შეიძლება უკან დაეხია ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, ეკონომიკურად და ჩვენ ვხედავთ, რომ ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე გარბის თავქუდმოგლეჯილი. დარწმუნებული ვარ, რომ გახარიას მსგავსად კიდევ სხვა ყოფილი "ქართული ოცნების"  მხარდამჭერები, წარმომადგენლები თუ მაღალი თანამდებობის პირებიც ასე ფიქრობენ, - თქვა ხაბეიშვილმა. 

გიორგი ახარიამ დღეს თქვა, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის მთავარ საფრთხე "ქართული ოცნება" და ივანიშვილი წარმოადგენს. 

მსგავსი სიახლეები