კალაძე ადასტურებს, რომ საფრანგეთში ბიზნესი დაიწყო - თბილისის მერის აღიარება

21.02.23 13:10
კალაძე ადასტურებს, რომ საფრანგეთში ბიზნესი დაიწყო - თბილისის მერის აღიარება

კახა კალაძე ადასტურებს, რომ საფრანგეთში ბიზნესი დაიწყო.

“შაბათის ეთერის" რეპორაჟის შემდეგ, თბილის მერმა პირველი კომენტარი გააკეთა. საფრანგეთის კომერციის ტრიბუნალიდან მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ თბილისის მერს პარიზში უძრავი ქონების სააგენტო აქვს, რომელიც ერთი წლის წინ დააფუძნა.

"თქვენ ყველაფერი ისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, ყველაფერი მოყევით და მეტი რაღა გითხრათ" - ასე პასუხობს მერი „შაბათის ეთერის“ რეპორტჟს.

სადამფუძნებლო დოკუმენტებში კი წერია, რომ კომპანია, რომელიც კალაძის კუთვნილებაა, საფრანგეთში შენობების ყიდვა-გაყიდვით და რეაბილიტაციით არის დაკვებული, ოფისი კი პარიზიში რუსეთის საელჩოს წინ მდებარეობს.
 

მსგავსი სიახლეები