ჩემი კოლეგები ამ ღონისძიებაზე იქნებიან - გახარია უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე

21.02.23 13:17
ჩემი კოლეგები ამ ღონისძიებაზე იქნებიან - გახარია უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე

პარტია "საქართველოსთვის" წევრები 24 თებერვალს დაგეგმილ უკრაინის მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.

როგორც პარტიის ლიდერმა სპედციალურ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც საქმე უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვას ეხება, იქ მისი კოლეგები აუცილებლად იდგებიან. 

მე არ ვიცი, როგორ შეიძლება სოლიდარობა არ გამოუცხადო ომში მყოფ ხალხს. ყვეაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს ამ ბრძოლაში სოლიდაობა გამოვუცხადო ისეთი ღირსეული, როგორც ჩვენ ქართელებს შეგვეფერბა და როგორც ქართველი მოხალისეები სიცოცხლეს სწირავენ იქ, ბრძოლის ველზე. ამიტომ, როდესაც საქმე ეხება არა რაღაც გაურკვეველ იდეებს, ეროვნულ მოძრაოებებს და რაღაც სისულელებს, მაგრამ უკრაინელი ხალხის ბრძოლის მხარდაჭერას და სიმბოლურ თარიღს, რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგები ამ ღონისძიებაზე იქნებიან, - თქვა გახარიამ. 

მსგავსი სიახლეები