ზახაროვას და "ნაცმოძრაობის" გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა - კობახიძე

21.02.23 13:26
ზახაროვას და "ნაცმოძრაობის" გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა - კობახიძე

ირაკლი კოაბხიძე ამბობს, რომ მარია ზახაროვას და "ნაციონალური მოძრაობის" გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა. "ქართული ოცნების" თავმდჯომარე ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობა პუტინის ინტერესში არ შედის. 

ზახაროვას და "ნაცმოძრაობის" გზავნილები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს, ამას დააკვირდით. "ნაცმოძრაობაც" ამბობს, რომ პუტინის პატიმარია სააკაშვილი და პუტინის ინტერესებშა მისი პატიმრობაში ყოფნა და ანალოგიური რამე თქვა ზახაროვამ. ანუ ერთმანეთს დაამთხვიეს ზახაროვამ და "ნაცმოძრაობამ" მესიჯები. რა საფრთხე უნდა შეუქმნას სააკაშვილმა პუტინს? სააკაშვილმა პუტინს ჩააბარა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% და მერე ხელი მოუწერა რეზოლუციაზე, სადაც წერია, რომ მანდ აიწყო ომი,. პირიქით, სააკაშვილი გარეთ თუ იქნება, პუტინისთვის ეს იდეალურია. მიხეილ სააკაშვილი თავისი ფეხით ჩამოვიდა ქვეყანაში ვიტარების ასარევად საქართველოში და მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს კონკრეტული დანაშუალებებისთის. ეს არის რეალობა და ანრჩენი, ზახაროვა რას ამბობს, ეს მე არ მაინტერესებს, - თქვა კობახიძემ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომაგენელმა მარია ზახაროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის ბედის გაზიარება უწინასწარმეტყველა. პუტინის პროპაგანდისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველას, ვინც ამერიკას სულს მიჰყიდის სააკაშვილის ბედი ელოდება.  

მსგავსი სიახლეები