ამერიკული კანონი სრული კატასტროფაა, ასეთის მიღებას საქართველოს პარლამენტში ვერ ვიკადრებდით - კობახიძე
ამერიკული კანონი სრული კატასტროფაა, ასეთის მიღებას საქართველოს პარლამენტში ვერ ვიკადრებდით - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ხალხის ძალის" მიერ შემუშავებული კანონის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, "რუსული კანონიც ამერიკული კანონის მსგავსია"
"გზაში ვკითხულობდი ზუსტად ახლა კიდევ ერთხელ ამერიკულ კანონს და არის სრული კატასტროფა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა, რომ არის სრული კატასტროფა, ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით. რაც შეეხება რუსულ კანონს, რუსულ კანონსაც ახლა გავეცანი და ყოფილა ამერიკული კანონის მსგავსი. პირდაპირ შეგიძლია მიამსგავსო რუსული კანონი ამერიკულს, როგორც ჩანს რუსული მესიჯი დარბილებასთან დაკავშირებით, იყო ტყუილი, რეალურად რუსული კანონი არის ზუსტად ამერიკულის ანალოგი".