ასეთი რამ მარგველაშვილსაც კი არ უკადრია - კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

21.02.23 14:12
 ასეთი რამ მარგველაშვილსაც კი არ უკადრია - კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოცხადება იმ კანონპროექტზე, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა, ღიმილისმომგვრელია - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. 

"მგონია, პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდეს, ან ამერიკული, ან რუსული კანონი, ან ეს (ხალხის ძალის)  კანონპროექტი დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი არ აქვს წაკითხული და ასე ემოციურ ფონზე გააკეთა ეს განცხადება"- თქვა კობახიძემ. 

მისივე თქმით ,პრეზიდენტს არაერთხელ უცდია , რომ მასთან კინკლაობაში შეიყვანოს ოცნება. 

ჯერ საერთოდ არ არის კანონპროექტის განხილვა დაწყებული და უკვე ვეტოს აცხადებს პრეზიდენტი, ისე რომ შინაარსი არ იცის. რა იქნება მიღებული არ იცის და წინასწარ აცხადებს ვეტოს. ეს ღიმილისმომგვრელია. თვითონ აცხადებდა საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი და ასეთი რამ მარგველაშვილსაც კი არ უკადრია,“ - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს. განცხადების თანახმად, ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები