რაც მეტ იარაღს მიიღებს უკრაინა დასავლეთიდან, მეტად გადავიტანთ საფრთხეს ჩვენი საზღვრებიდან - პუტინი

21.02.23 14:38
რაც მეტ იარაღს მიიღებს უკრაინა დასავლეთიდან, მეტად გადავიტანთ საფრთხეს ჩვენი საზღვრებიდან - პუტინი

რაც უფრო მეტ დისტანციურ იარაღს მიიღებს უკრაინა დასავლეთიდან, მით უფრო მეტად იძულებულნი ვიქნებით გადავიტანოთ საფრთხე ჩვენი საზღვრებიდან. ეს ბუნებრივია", -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვისას განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, დასავლეთის მიზანს რუსეთის დამარცხება წარმოადგენს და ცდილობენ ადგილობრივი კონფლიქტი გლობალურ დაპირისპირებად აქციონ. 

დასავლეთის ელიტა არ მალავს თავის მიზნებს -  რუსეთის სტრატეგიული დამარცხება და ანუ ისინი აპირებენ ადგილობრივი კონფლიქტის გადაქცევას გლობალური დაპირისპირების ფაზაში, - განაცხადა პუტინმა. 

მსგავსი სიახლეები