ლუკაშენკომ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენია - "ოცნების" ხელისუფლება დუმს
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ვიზიტს მინსკში საქართველოს ხელისუფლება დუმილით ხვდება. ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია ბელორუსის დედაქალაქში ჩავიდა და საპრეზიდენტო სასახლეში ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.
ლუკაშენკომ შეხვედრის დროს აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოუხსენია. მან ასევე, თქვა, რომ თბილისსა და მინსკს შორის მეგობრული დამოკიდებულებები უნდა აღდგეს. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ იწვევს გაღიზიანებას მისი და აფხაზეთის დე ფაქტო რპეზიდენტის შეხვედრები როგორც ქართველ ხალხში, ასევე ხელისუფლებაში.
ჩვენ ყოველთვის ვიყავით დაინტერესებული თანამშრომლობით. ამაზე ვისაუბრე აფხაზეთში ვიზიტისასაც. რატომრაც ქართელები და საქართველოს ხელისუფლება მწვავედ რეაგირებს ჩვენს შეხვედრებზე. ნუთუ ხალხებს შორტის არ უნდა იყოს ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობა? იქნებ ამ ურთიერთობამ ხელი შეუწყოს მშვიდობასა და მეგობრობას აფხაზ და ქართელ ხალხს შორის? ჩვენ ხომ თქვენთან ერთად არასდროს დაგვიგეგმავს რაიმე ქმედება თბილისის წინააღმდეგ? მე ვაკვირდები სიტუაციას, რომელიც ვითარდება საქართველოში ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით. ეს არასაკადრისად გამოიყურება. ის ხომ რაც არ უნდა იყოს, პრეზიდენტი იყო. ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობა თბილისთან, რატომ რეაგირებენ ისინი ასე მწვავედ ჩვენს შურთიერთობაზე? იქნებ თქვენ დამეხმაროთ ვიპოვო პასუხი ამ კითხვაზე? - განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტის ამ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ამ დრომდე დუმს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ბელარუსში ჩასვლამდე მოსკოვში იმყოფებოდა.