პატარა ბიჭუნას ეპითეტმა გააღიზიანა - გახარიას გუნდი კობახიძეს პასუხობს
ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება ურთიერთშეურაცხყოფის და ბრალდებების ფონზე გრძლდება. ირაკლი კობახიძე პატარა ბიჭის ეპითეტმა გააღიზიანა - გიორგი გახარიას პარტიაში "ოცნების" თავმჯდომარეს პასუხობენ და ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძე პატარა ბიჭის ეპითეტმა გააღიზიანა.
სიმართლე გამაღიზიანებელია საერთოდ და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში კობახიძე გააღიზიანა პატარა ბიჭუნას ეპითეტმა, როგორც ჩანს. სხვათაშორის, ის ბუზები გამახსენდა ამ შეფასებაზე, კობახიძე რომ ლაპარაკობდა გახარიაზე, თავის დროზე“, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
კობახიძე ერთ დროს მისთვის სამაგალითო პრემირს "კერკეტ კაკალს" უწოდებს. "ოცნება" გახარიას განცხადებამ გააბრაზა. ექს-პრემირმა დღეს თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად რუსეთს გაურიგდა. "ოცნების" წევრებს კი მან პატარა "შეშინებული ბიჭები და ოლიგარქის მარიონეტები უწოდა.