ევროპარლამენტარები დარწმუნებული არიან, რომ ქართველი ხალხი არ მისცემს „ოცნებას” უფლებას, მმართველმა პარტიამ დააკარგვინოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა - გიორგი ვაშაძე

21.02.23 15:30
ევროპარლამენტარები დარწმუნებული არიან, რომ ქართველი ხალხი არ მისცემს „ოცნებას” უფლებას, მმართველმა პარტიამ დააკარგვინოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა - გიორგი ვაშაძე

“ქართული ოცნება” არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს მოსახლეობის 80% ერთგულია ევროანტლანტიკური ინტეგრაციის კურსის - ასე აფასებს მმართველი ძალის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე.

ევრონესტის სამიტზე მყოფი გიორგი ვაშაძე პერსონალურად შეხვედრებს სხვადასხვა ევროპარლამენტართან მართავს. შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს ევროპული მომავალი და 12 რეკომენდაციის შესრულებაა

“ევროპარლამენტარ პეტრას ასტრევიჩუსთან შეხვედრის დროს საუბარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შეეხო. ასტრევიჩუსმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არ გამოხატავს ქართველი ხახლის ნებას. საქართველოს მოსახლეობის 80% ერთგულია ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მიმართ, ევროპარლამენტარმა შეშფოთება გამოთქვა „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებთან მიმართბაში, ასტრევიჩუსმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები დღითიდღე შორდებიან ევროკავშირს, რომელიც მათი განცხადებებიდან გამომდინარეობს, მაგალითად ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის დროსაც იგი მოიხსენიებს საქართველოს ეროკავშირში უვიზო მიმოსვლას უარყოფით კონტექსტში, ასევე საუბარი იყო კალაძეზე თუ როგორ მოიხსენიებდა ევროპას „ჩალის ფასად“ 
მაშინ, როდესაც არც ერთი ძირეული ევროკავშირის რეკომენდაცია არ სრულდება საქართველოში. ეს არის გზავნილი ევროკავშირისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. პეტრას ასტრევიჩუსმა ქართველი ხალხისადმი ერთგულება დაადასტურა. მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების პოზიციისა, ევროპარალმენტარი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი არ მისცემს „ქართულ ოცნებას” იმის უფლებას, რომ მმართველმა პარტიამ დააკარგვინოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა” - გიორგი ვაშაძე

მსგავსი სიახლეები