ზახაროვას განცხადებამ ცხადყო, რისთვის ისჯება სააკაშვილი - ალასანია
გიული ალასანიას თქმით, მარია ზახაროვას განცხადებამ ცხადყო, რისთვის და ვის გამო ისჯება სააკაშვილი. მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ სააკაშვილი რუსი პროპაგანდისტის ამ გზავნილს "საჩუქრად" და მტკიცებულებად მიიჩნევს.
კარგი ის არის, რომ ზახაროვას კომენტარი გაჩნდა, ხომ? გამობრძანდა ქალბატონი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რისთვისაც არის ეს (სააკაშვილი) აქ. ეს პირდაპირ საბუთია გაცემული, რომ რას აკეთებს ეს ადამიანი და მიზეზი, რატომ არის ეს ადამიანი ასეთ მდგომარეობაში. წაუკითხავს და მიაჩნია, რომ ეს პირდაპირ საჩუქარია, - თქვა ალასანიამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომაგენელმა მარია ზახაროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის ბედის გაზიარება უწინასწარმეტყველა. პუტინის პროპაგანდისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველას, ვინც ამერიკას სულს მიჰყიდის სააკაშვილის ბედი ელოდება.