რუსულ საწვავზე ჩამოკიდება სახიფათოა, რუსეთი ამას პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენებს - ექსპერტები

21.02.23 15:54
რუსულ საწვავზე ჩამოკიდება სახიფათოა, რუსეთი ამას პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენებს - ექსპერტები

ექსპრეტები ამბობენ, რომ საქართველო სულ მალე მხოლოდ რუსეთის საწვავზე გახდება დამოკიდებული და ეს სახიფათოა, რადგან მათი თქმით, რუსეთი ამას პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებისთვის გამოიყენებს.

ფინანსისტ გიგი ბედინეიშვილის თქმით, პრემიერი მისი განცხადებით პრაქტიკულად ალიბს აძლევს  ნავთობიმპორტიორებს, როდესაც დაბალ ფასებს სთხოვს, დაბალი ფასები კი რუსეთიდან შემოსულ ნავთობპროდუქტებზეა.

"რუსეთზე ასე ჩამოკიდება, ძალიან სახიფათოა, იმიტომ, რომ როგორც ვიცი, რუსეთი ამას იყენებს იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური ზეწოლა განახორციელოს. ბიზნესის თვალსაზრისითაც მიმაჩნია, რომ არასწორია გადალაგება რუსეთთან ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით. ბევრი თვალსაზრისით ბევრ დონეზე არასწორი განცხადება იყო პრემიერის. ერთი, აშკარად ბიზნესის ზეწოლის ნიშნები ჰქონდა ამას და ეს ყოველთვის ცუდია. ალიბს აძლევს ფაქტობრივად ნავთობიმპორტიორებს, რა ვქნათ აგერ მთავრობა გვთხოვს დაბალ ფასებს და დაბალი ფასები კიდე რუსეთიდან შემოსულ ნავთობპროდუქტებზეა", - ამბობს ფინანსისტი გიგი ბედინეიშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის ინციატივით ქვეყანა რუსულ საწვავზე დამოკიდებული ხდება. ქვეყნის პრემიერი ნავთობიმპორტიორებს საწვავის ფასების შემცირებას კატეგორიულად სთხოვს, ეს კი მათი განცხადებით ქვეყნაში მხოლოდ რუსული საწვავის შემოტანით არის შესაძლებელი. ამიტომ ევროპელი მომწოდებლები ახლა საქართველში სრულად რუსებმა  ჩაანაცვლეს.

წინა წლის იანვართან შედარებით ქართულ ბაზარზე რუსული საწვავის წილი 563 პროცენტით გაიზარდა.

 

მსგავსი სიახლეები